საჯარო რეესტრს ექნება უფლება ორგანიზაციისა თუ პირის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, ბანკებიდანაც თავად გამოითხოვოს - დევიძე

30.08.24 15:22
საჯარო რეესტრს ექნება უფლება ორგანიზაციისა თუ პირის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, ბანკებიდანაც თავად გამოითხოვოს - დევიძე

იუსტიციის სამინისტროს აღიარება - რატი ბრეგაძის მოადგილემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა ის, რასაც თვეებია "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

საჯარო რეესტრის შეფმა ვერ უარყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია აგენტად არ დარეგისტრირდება, მაშინ სპეციალურ დეპარტამენტს ექნება უფლებამოსილება ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ პირის პირადი ინფორმაცია თავად გამოითხოვოს. 

დავით დევიძემ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსული კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოთხოვნის უფლება, მათ შორის, ბანკებიდანაც ექნება.

აქ არის მედიაორგანიზაციები, რომელთაც აქვთ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამისს რეესტრში. ბუნებრიბივია, ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, საჯარო რეესტრის სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. სხვადასხვა უწყებაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ინფორმაცია. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეგვიძლია გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. კანონი ადგენს, რომ საჯარო რეესტრს შეუძლია, გამოითხოვოს მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები", - ამბობს დავით დევიძე.