რა ვადებში მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმება? - რას ამბობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი
რა ვადებში მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმება? - იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში განმარტავენ, რომ რუსული კანონის ფარგლებში, ორგანიზაციათა თუ კონკრეტულ პირთა დაჯარიმება საქმის მასალების სირთულეზეა დამოკიდებული.
როგორც დევიძემ ისტორიულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ორგანიზაციის საქმე მარტივი იქნება, შესაძლოა, 10 დღეშიც კი დააჯარიმონ.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში რატი ბრეგაძის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ორგანიზაციების დაჯარიმების მაქსიმალური ვადა, სავარაუდოდ, 1-2 თვე იქნება.
ერთი თვის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს მარტივი საქმე და 10 დღეში, შეიძლება 30-ე დღეს, მაგრამ თუ საქმე გამოვიდა რთული, ჩვენ ამ ვადას გავზრდით სამ თვემდე. გვჭირდება ინფორმაციის დამუშავება. როგორც ვთქვით, ის სუბიექტები, რომლებიც ახლა ჩვენთან წერენ ამ განცხადებას და ამით აჩენენ საკანონმდებლო ვალდებულებას საჯარო რეესტრის მიმართ, რომ მათ მოახდინონ რეაგირება, პირველ რიგში, მათ მიმართ დაიწყება მონიტორინგის წარმოება. ერთ თვეზე ადრე ეს ვერ მოხდება. ოქტომბრის დასაწყისში შეიძლება იყოს შედეგები. სასამართლოს აქვს მექანიზმი, როგორიც არის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება, ყადაღა, აკრძალვა და სხვადასხვა ტიპის და საჯარო რეესტრი ვერ გააგრძელებს პროცედურას, თუ სასამართლომ ასეთი განჩინება გამოსცა", - ამბობს დავით დევიძე.