ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის ჩვენი დასაცავი - ხატია დეკანოიძე
ჩვენი გმირების მსგავსად ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ მუხათვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლისას განაცხადა.
ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და ყევლაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში დამოუკიდებელი თაობა, საქართველოს დემოუკიდებლობა სუვერენეტიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი ჩვენგან, თუ მათ დაგვიცვეს ჩვენ 2008 წელს, დაიცვეს სამშობლო, დაეცნენ სამშობლოს გულისთვის, ახლა ოქტომბერში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა, - ამბობს დეკანოიძე.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა. რუსულმა ჯარმა გადაწვა ქართული სოფლები, დაბომბა ქალაქები და აწამა ადამიანები. ასევე, ოკუპაცია მაოხდინა საქართველოს ტერიტორიების.
მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომის გმირები არიან დაკრძალული, დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები იხსენებენ და პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის გმირებს. ადგილზე მიდიან სხვა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.