ეკლესიის უარი "ოცნებას" - ხელისუფლება დაბნეულია

30.08.24 16:31
ეკლესიის უარი "ოცნებას" - ხელისუფლება დაბნეულია

ხელისუფლების შეთავაზებაზე ეკლესიის უარის შემდეგ "ოცნება" დაბნეულია. საქმე ეხება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ მეუფე ნიკოლოზი თავადაპირველად მათ შეთავაზებას მიესალმებოდა, თუმცა შემდეგ გაურკვეველი მიზეზით პოზიცია შეცველა. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ "ოცნების" ეს ინიციატივა ეკლესიის დამორჩილებას არ გულისხმობდა.

დღისით ის იყო, როგორც ჩანს, საკუთარ აზრზე, მაშინ, როდესაც ტელეკომპანიების წინაშე გააკეთა განცხადება, რომ არაფერი აქ არ გახლავთ დამაკნინებელი მხარეებისთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისთვის. პირიქით, ის მიესალმებოდა ასეთ შეთავაზებას და აპირებდა კიდევ ჩართვას. რა მოხდა მერე, რამ შეიტანა ცვლილება იმგვარი, რომ მან პრაქტიკულად, ამოაყირავა თავისი თავდაპირველი გულწრფელი განცხადება და განაცხადა ის, რაც ჩენთვის, ყველასთვის გასაოცარია, მე არა მგონია, რომ რომელიმე ჩემი კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ იყოს მიდრეკილი იმისკენ, რომ წინასაარჩევნოდ იყენებდეს ამ მოცემულობას. არამც და არამც მომხმარებლური დამოკიდებულება ჩვენი რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ არ ყოფილა და არც იქნება არასდროს, - ამბობს ოდიშარია. 

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ეკლესია და ხელისუფლება პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ. სახელისუფლები გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ეკლესიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. 

ვოლსკი ასევე მეუფე ნიკოლოზის განცახდებასაც ეხმიანება და მას სარკასტულს უწოდებს. 

პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ ეკლესიაც, სახელმწიფო სტრუქტურებიც. პირველი პრინციპი არის კატეგორიულად გამიჯვნა და ამ გამიჯვნელი ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება, რომელიც ეკლესიის მართვასა და სახელმწიფოს მართვას შორის უნდა იყოს გავლებული. მეუფე ნიკოლოზი, ცუდია, რომ ამას სარკასტულად ამბობს. მეუფე ნიკოლოზს თუ აქვს ამასთან დაკავშირებით შეხედულება და პოლიტიკურ ასპექტში უნდა განიხილოს ეს, სარკაზმის გარეშე, რასაკვირველია, რატომაც არა, განიხილოს. გულის მოგება არ არის,ე ს არის პრაგმატული დამოკიდებულება, - ამბობს ვოლსკი.