არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან დამოუკიდებლობა - ბოკერია
არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენს შიგნით დამოუკიდებლობა და თავისუფლების რწმენა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლისას განაცხადა.
ეს ხსოვნა გვავალდებულებს ჩვენ, რომ ეს საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან გავანეიტრალოთ და არასდროს დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენს შიგნით დამოუკიდებლობა და თავისუფლების რწმენა, რასაც ახლა აკეთებს ჩვენი მტერი. ამ ხალხის ხსოვნა ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სულ გვახსოვდეს რამხელა მსვერპლის ფასად გვაქვს დღეს ჩვენ ის თავისუფლება, არასაკმარისი, არა ბოლომდე მიღწეული, მაგრამ ის, რაც დღეს გვაქვს, - განაცხადა ბოკერიამ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა. რუსულმა ჯარმა გადაწვა ქართული სოფლები, დაბომბა ქალაქები და აწამა ადამიანები. ასევე, ოკუპაცია მაოხდინა საქართველოს ტერიტორიების.
მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომის გმირები არიან დაკრძალული, დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები იხსენებენ და პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის გმირებს. ადგილზე მიდიან სხვა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.