ამ კანონის შეჩერება აუცილებელია, რომ არ დავკარგოთ ჩვენი დასავლური პერსპექტივა - წერეთელი

30.08.24 16:27
ამ კანონის შეჩერება აუცილებელია, რომ  არ დავკარგოთ ჩვენი დასავლური პერსპექტივა - წერეთელი

"ამ კანონზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს ქვეყანა. ჯერი მათზეა; კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი დასავლური პერსპექტივა, არ ვიყოთ იზოლაციაში", - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

წერეთლის თქმით, კანონმა, რომელზეც მიდის მსჯელობა, უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

ეს არის ჩვენი  პროტესტი, რაც გამოიწვია საზოგადოებაში და ამ მხრივ, ჩვენ ყველამ ვნახეთ ჩვენი ახალგაზრდების დამოკიდებულება და ამავე დროს, რეაქციები მთელ მსოფლიოში: საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯი დასრულებულია, თუკი ეს კანონი იქნება იმპლემენტირებული. შესაბამისად, ყველაზე მძიმე, რაც მოხდა, ეს იყო შეჩერება ჩვენი დასავლური ევროპული კურსის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ იმ ადამიანებს, ვინც ისმენს ამ საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს, მე მგონი, გაცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა. ამ კანონზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს ქვეყანა. ჯერი მათზეა; კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი დასავლური პერსპექტივა, არ ვიყოთ იზოლაციაში. დღეს მთავარი ამოცანა ეს არის: კანონი უნდა შეჩერდეს, თუ არადა, არჩევნების შემდგომ, დარწმუნებული ვარ, ახალი, კოალიციური ხელისუფლება ამ კანონს საბოლოოდ გააუქმებს", - განაცხადა გიგი წერეთელმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში.