ტყეშელაშვილის მტკიცებით, პირიქით, მხოლოდ 1 % -ია ის, ვინც არ ემორჩილება და დანარჩენ ყველას მოსწონს რუსული კანონი

30.08.24 17:18
ტყეშელაშვილის მტკიცებით, პირიქით, მხოლოდ 1 % -ია ის, ვინც არ ემორჩილება და დანარჩენ ყველას მოსწონს რუსული კანონი

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ, საზოგადოება არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და რიცხვებით მანიპულაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს, მხოლოდ 1 % ემორჩილება ამ კანონს.

ტყეშელაშვილის მტკიცებით, პირიქით, მხოლოდ 1 % -ია ის, ვინც არ ემორჩილება და დანარჩენ ყველას მოსწონს რუსული კანონი.

233 იყო დილას, ახლა არის 322. მე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია რომ ვრცელდება, თითქოს, კანონს 1% ემორჩილება, ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე ლოგიკით, მათივე მათემატიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები და ამაზე რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი შევწყვიტოთ", - ამბობს თამარ ტყეშელაშვილი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში თქვა, სადაც რუსულ კანონზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.