მზადება ოზურგეთში ივანიშვილის დასახვედრად - საჯარო უწყებებში ხალხის მობილიზება სპეცსიებით ხდება

30.08.24 17:31
მზადება ოზურგეთში ივანიშვილის დასახვედრად - საჯარო უწყებებში ხალხის მობილიზება სპეცსიებით ხდება

ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად ოზურგეთში  პრაქტიკულად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქი მეორე დღეა პარალიზებულია, რადგან იქ ჯერ ბრონირებული  შუშის კოლბის ეტაპირება შემდგ კი, ქალაქის ცენტრში მისი დადგმის ოპერაციაა დაგეგმილი.

ოლიგარქი გურიაში ხვალ ჩადის, მზადება კი ორი დღით ადრე დაიწყო. ქალაქის ცენტრში მოძრაობა აკრძალულია, თეტრალური მოედანი კი, სადაც შეკრებილებს ოლიგარქმა შუშის ყუთიდან უნდა მიმართოს, მესამე დღეა ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვული.

საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება. უკვე არსებობს სკოლებში და საჯარო უწყებებში იმ ხალხის სპეცსიებიც, ვინც ოლიგარქის მიმართვას უნდა მოუსმინოს.

“პირველები“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და გადაამოწმა, ნამდვილად აპირებენ თუ არა ისინი შეხვედრაზე დასწრებას და რამდენი ადამიანის მობილიზება მოახერხეს ამ დრომდე.

დაბა ნარუჯის სკოლის დირექტორი, მედეა ობოლაძე ადასტურებს, რომ ის ნამდვილად მივა შეხვედრაზე და შესაძლოა, იმაზე მეტი ადამიანი მიიყვანოს, რაც სიაში ჰყავს ჩაწერილი.

6 საათზე ვიქნები ნამდვილად. ჩემი სკოლიდან საკმაოდ მყავს ჩაწერილი და შესაძლოა, დაემატოს, ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით,“- ამბობს ის.

50 ზე მეტი ადამიანის მობილიზებს ვარაუდობს, ჩოხატაურში მერის წარმომადგენლის თანაშემწე ხევში.

მამუკა ანთიძე ამბობს, რომ ხალხი 3 სოფლიდან მოჰყავს. “50 კაცის სია გადაცემული გვაქვს, ყველა ჩვენიანია თითქმის“.

ოპოზიცია ამბობს, რომ “ოცნება“ არ ღალატობს ტრადიციას და ისევ დაძალებით და დაშინებით მიჰყავთ შეხვედრაზე ადამიანები.

სხვადასხვა რაიონებიდან ეზიდებიან ხალხს, რომ შექმნან ეფექტი, თითქოს, ქართულ ოცნებას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს, ამავდროულად საჯარო მოხელეებს აიძულებენ, როგორც თვითონ, ასევე მათი ნათესავები, ოჯახის წევრები, მეზობლები წამოიყვანონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან ამ ადამიანებს სამსახურიდან გაშვებით“, - ამბობს ოპოზიცონერი პოლიტიკოსი.

ბიძინა ივანიშვილთან და “ქართული ოცნების“ წამომადგენლებთან შეხვედრა ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მმართველი გუნდის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება.