მაჭავარიანი: გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - ეს "ნაცების" ახალი მესიჯია
"გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს.
მაჭავარიანის მტკიცებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს სამასამდე მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მიმართა.
გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო - ნაცების ახალი მესიჯი. ასეთი ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს.
მოკლედ , მაგარი კატა გამოჩხრიკეს. სინამდვილეში 30 ათასი არასამთავრობო მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რამდენიმე ასეული მოქმედი არასამთავრობოდან კი სამასამდე ორგანიზაციამ უკვე შეიტანა განაცხადი. კიდევ უფრო კონკრეტულად - საუბარია მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს.
ანუ, თუ სწორად იტყვიან და არ მოიტყუებიან, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე გაცილებით მეტს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემები კანონის ბოლომდე აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში თქვა, სადაც რუსულ კანონზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.