35 ოჯახი შესაძლოა წყალმა წაიღოს და ამას გულგრილად უყურებენ “ოცნების“ კაბინეტებიდან - მამუკა ხაზარაძე
“დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია“ - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მაღალმთიანი აჭარაში, სოფელ მარადიდში იმყოფებოდა.
ხაზარაძე სოფელში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას “ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ “35 ოჯახი შესაძლოა, წყალმა წაიღოს და ამას გულგრილად უყურებენ კაბინეტებიდან.“
დღეს რაც სოფელ მარადიდში ვნახეთ, წარმოსადგენადაც კი რთულია - სოფელი თითქმის სრულად დატბორილია, ხალხი ფაქტობრივად წყალში ცხოვრობს, განადგურებულია წინაპართა საფლავები, სახნავ-სათესზე რომ არაფერი ვთქვათ.
აი, ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ სახე, რომელსაც არ აინტერესებს არც საკუთარი მოქალაქე და არც ქვეყანა. 35 ოჯახი შესაძლოა, მალე წყალმა წაიღოს და ამას გულგრილად უყურებენ ოცნების კაბინეტებიდან.
ასეთი ხელისუფლება არის გასაშვები! 26 ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და შანსი მივცეთ რეალურ ალტერნატივას - ხალხს, რომლისთვისაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება, რომელსაც შეუძლია ძლიერი საქართველოს შენება და მართვა!“,- განაცხადა ხაზარაძემ.