საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყებაზე - დავით დევიძე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე განმარტავს მონიტორინგის წესების შესახებ, რომლითაც დადგინება, კანონიდან გამომდინარე აარიდეს თუ არა თავი ორგანიზაციებმა შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებას.
დევიძის თქმით, ამის შესახებ საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს და არ მიაკითხავს მათ ოფისში.
მისივე თქმით, ორგანიზაციებს, პირველ რიგში, ევალებათ დეკლარირების ვალდებულება და ამის შემდეგ დგება მონიტორინგის წესი.
მონიტორინგი გულისხმობს, რომ განისაზღვროს ის სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20 პროცენტზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს, პირველ რიგში, ევალებათ დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი. მონიტორინგი გულისხმობს, რომ უნდა გაირკვეს, არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და შესაბამის რეესტრში არ რეგისტრირდებიან. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობობს წესი, როგორ უნდა მოხდეს. თვითდეკლარირებას როდესაც ეწევიან ორგანიზაციები, მაგალითად, არიან მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე თავიანთ ვებგვერდზე აქვთ გამოქვეყნებული, რომ შესაბამის რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, ბუნებრივია, ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში, ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა შეგვიძლია. პირველ რიგში, მას მივაწვდით ინფორმაციას, რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება, საჯარო რეესტრს წარმოუდგინონ ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ ინფორმაცია საფინანსო ანგარიშების შესახებ, წყაროები და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით დევიძემ.