იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების აღიარება - რა თქვეს მოწმის სტატუსით საკონსტიტუციოში მისულებმა
"ოცნების" ტყუილები იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გათქვეს. მოწმის სტატუსით საკონსტიტუციოში მისულებმა აღიარეს ის, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა. ირკვევა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოიყენებენ ნებისმიერი პირის პერსონალურ ინფორმაციას, თან ისე, რომ ამ მონაცემების დაცვის გარანტია არ არსებობს.
"ქართულ ოცნებას" რუსული გეგმის სისრულეში მოყვანა ძალიან უჭირს. ამ დრომდე აგენტების ბაზაში მოქმედი არასამთავრობოების ერთი პროცენტიც კი არ არის დარეგისტრირებული.
ისტორიული პროცესის მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მერაბ ტურავამ ეკა ბესელია დებოშის მოწყობაში დაადანაშაულა და პრეზიდენტის წარმომადგენელს ლამის დარბაზი დაატოვებინა. ყველაფერი კი იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოლიტიკური განცხადებებით და სასამართლო დარბაზში "ოცნების" პროპაგანდის გახმოვანებით დაიწყო. ჩინოვნიკებს ეკა ბესელიას კრიტიკისგან სასამართლოს თავმჯდომარე ტურავა იცავდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.