"უფრო მეტს ნახავთ არჩევნების შემდეგ" - გაფრთხილებების სერიის შემდეგ პარტნიორები "ოცნებას" სანქციებს უანონსებენ

30.08.24 20:34
"უფრო მეტს ნახავთ არჩევნების შემდეგ" - გაფრთხილებების სერიის შემდეგ პარტნიორები "ოცნებას" სანქციებს უანონსებენ

 

 

"უფრო მეტს ნახავთ არჩევნების შემდეგ" - კიდევ ერთი გაფრთხილება ამჯერად შტატებიდან. რუსული კანონის, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებისა და დაგეგმილი დიქტატურის გამო ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომები დაანონსებულია. რეპრესიული კანონის საკონსტიტუციოში განხილვის პარალელურად ოლიგარქის რეჟიმი დასავლეთიდან  მძიმე გზავნილებს ერთმანეთის მიყოლებით იღებს. 

დღევანდელი დღე კი ჟოზეფ ბორელის გაფრთხილებით დაიწყო. ევროკავშირში ვეღარ მალავენ გაოგნებას "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკის გამო და ამიტომ მოქმედებაზე გადასვლას აანონსებენ. გაფრთხილებების მთელი სერია, რომელმაც ივანიშვილის გუნდს უკან არ დაახევინა, სანქციებით ჩანაცვლდება. ბრიუსელი თითქმის ყოველ დღე მსჯელობს, რა სახის შეზღუდვები აამომქმედოს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ.  საპასუხოდ  კი "ოცნებას" პარტინიორების მიმართ ისევ ომი აქვს გამოცხადებული.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.