საპატრიარქოს ცივი უარი "ოცნების" შეთავაზებაზე - ხელისუფლება წყობიდან გამოვიდა
ცივი შხაპის ეფექტი საპატრიარქოს ცივი უარის შემდეგ - "ქართული ოცნება" საპატრიარქოს ხისტმა პოზიციამ წყიბიდან იმდენად გამოიყვანა, რომ დეპუტატების ნაწილი მღდელთმთავრების ლანძღვაზე გადავიდა. გურამ მაჭარაშვილის სამიზნე ახლქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი იყო. "ხალხის ძალის" ლიდერი მეუფე ნიკოლოზზე საჯარო თავდასხმას არ მოერიდა და თქვა, რომ მიტროპოლიტმა უკადრებელი იკადრა.
მეუფე ნიკოლოზმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნების" შეთავაზება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რაც ხელისუფლების ღია მხილების ტოლფასი იყო. მმართველ პარტიაში დაბნეულობაა, ეკლესიის პოზიციის კრიტიკას ვერ ბედავენ, ამიტომ ტონი შეარბილეს და ცდილობენ, საპატრიარქოდან მოსულ გზავნილებს მიყვნენ. ეკლესიის დამორჩილების გეგმის ჩავარდნის შემდეგ ამბობენ, რომ სინოდის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
ვრცლად ნახეთ ნინო ღედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.