ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რა რეალობის წინაშე დადგებიან ორგანიზაციები და მათგან დახმარების მსურველი ადამიანები, როდესაც რუსული კანონი ამოქმედდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც რუსული კანონი ამოქმედდება და რა რეალობაში მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ნაცვლიშვილის მტკიცებით, მაშინ, როცა ეს კანონი შევა ძალაში, ის ათასობით ადამიანი, რომელიც მესამე სექტორისგან დახმარებას იღებს, დარჩება დაუცველი, რადგან ორგანიზაციებს, რომლებიც იმაზე ფიქრში იქნებიან, როგორ დაიცვან თავი ლიკვიდაციისგან, ან შეაგროვონ ჯარიმის თანხა, აღარ ექნებათ დრო და საშუალება მატზე იზრუნონ.
მრავალი საათის განმავლობაში 4 ადამიანი აძლევს ახლა ჩვენებას რა მასშტაბის ინფორმაციის ამოღება მოხდება, მერე დამუშავება, რომ მერე ამ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებას დაიწყებს, მერე დაიწყება სასმართლო დავები, უზარმაზარი მონსტრი სისტემა შეიქმნება და ხვალ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობელი, ამ ბავშვის დასაცავად სამოქალაქო ორგნიზაციას რომ მიმართავს, ორგანიზაციას იმის თავი კი არ ექნება რომ მის ინტერესებზე დროულად იზრუნოს. საკუთარი თავი რომ ლიკვიდაციისგან დაიცვას, ამხელა ინფორმაცია მოაგროვოს და დროულად წარადგინოს, თუ ამას გადაწყვეტს, ან 25 ათას ლარიანი ჯარიმა როგორ გადაიხადოს ამაზე ექნება საფიქრალი.
აი, ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდება ათასობით ორგანიზაცია, რომელთა დახმარებაც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამ ორგანიზაციებს ადამიანების დახმარების რესურის აღარ ექნებათ, რადგან იქნებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, სახელმწიფოს მხრიდან, ამ რეალობაში მოუწევთ ორგანიზაციებს ცხოვრება, რომლებიც ერთადერთი რამის გამო იქმნება.
რას პასუხს აძლევს იმ ათასობით ადამიანს , რომელსაც არ აქვს საშუალება და ვერ იღებს სამართლებრივ დახმარებას. რითი ჩანაცვლდება ეს. კანონი დრაკონული ეფექტები ორშაბათიდან უკვე ძალაში შედის“,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.