ივანიშვილმა, რუსეთის მოთხოვნით, კონსტიტუცია დაარღვია და ეს პროცესი კიდევ ერთხელ უნდა იყოს შეხსენება - სამადაშვილი რუსული კანონის განხილვაზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი დღეს იმიტომ მიმდინარეობს, რომ ამ რუსული კანონის მიღებით, ივანიშვილმა რუსეთის მოთხოვნით, კონსტიტუცია დაარღვია.
სამადაშვილი გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებში ხედავს და ამბობს, რომ სწორედ ახლა მოუწევს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება- “აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც პუტინისუტირ რუსეთი გაგრძელებაა, ან საქარტველოს, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.“
უზარმაზარი პროტესტი გამოიწვია რუსულმა კანონმა, მაგრამ ალბათ რჩება საზოგადოების ნაწილი, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობეირებს, რომ ეს არ იყო კანონი, ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც რუსეთმა ჩაატარა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ამ კანონის მიღებამ შეუძლებელი გახადა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რუსული კანონის მიღების შემდეგ ჩვენთან მოლაპარაკებები არ გაიხსნა და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საკონსტიტუციოში ეს პროცესი, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვალდებულია ხელისუფლება, გააკეთოს ყველაფერი, რათა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამის ნაცვლად ივანიშვილმა, რუსეთის მოთხოვნით, კონსტიტუცია დაარღვია და კიდევ ერთხელ უნდა იყოს ეს პროცესი შეხსენება, რომ 26 ოქტომბერს არ ვირჩევთ ხელისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ამ ქვეყნის მომავალი იქნება პუტინისტური რუსეთის გაგრძელება, თუ იქნება საქართველო მართლაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა სამადაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში.