რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის საქმეზე მორიგი განმწესრიგებელი სხდომა დაასრულა. როგორც თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განმარტა, პროცესი შაბათს, 31 აგვისტოს, 11:00 საათზე განახლდება. ტურავას თქმით, ეს იქნება ბოლო განმწესრიგებელი სხდომა, რის შემდეგაც არსებითი განხილვა დაიწყება.
122 მოსარჩელე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წინადადებით, 31 აგვისტოს პროცესზე ენათმეცნიერ მარინე ბერიძეს მოუსმენენ და მხარეები უპასუხებენ მოსამართლეების შეკითხვებს.
30 აგვისტოს, პროცესის მეორე დღეს სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებიც სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიწვია.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.