საკონსტიტუციოს, თავისი გადაწყვეტილებით, შეუძლია "ოცნების" მიერ გაჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესი აღადგინოს - ნაცვლიშვილი

31.08.24 11:04
საკონსტიტუციოს, თავისი გადაწყვეტილებით, შეუძლია "ოცნების" მიერ გაჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესი აღადგინოს - ნაცვლიშვილი

რუსული კანონის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - დღეს სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობის განხილვა მოუწევს. მტკიცებულება, რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის განცხადებაა და საქმეში მის დართვას პლენუმს მოსარჩელე ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა ნაცვლშივლი თხოვს.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის და საკონსტიტუციოში ოპოზიციის წარმომადგენელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "საკონსტიტუციოს ახლა აქვს შანსი, გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც "ოცნებამ" საქართველოს მიაყენა, შეაჩეროს  და აღადგინოს ევროინტეგრაციის პროცესი"

ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებამ" რუსული კანონის მიღებით, ქართველი ხალხის ნება დაარღვია.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადება, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ უმძიმესი რეალობის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააყენა, როდესაც რუსული კანონის მიღებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის წინაშე ჩაკეტა ევროკავშირის გახნილი კარი. ევროკავშირის უკიდურესად წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო მიდის არა ევოკავშირის მიმართულებით, არამედ შორდება ევროკავშირს. რუსული კანონის მიღებით, რომელსაც ახლა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ვასაჩივრებთ, მან დაარღვია კონსტიტუციის ეს მუხლი, დაარღვია ქართველი ხალხის ნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა აქვს შანსი, რომ გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც "ოცნებამ" მიაყენა საქართველოს შეაჩეროს და აღადგინოს ევროინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ ვდაობთ ჩვენ მესამე დღეა სასამართლოს წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს სახელით გადადგას ნაბიჯი, რომელიც აღადგენს "ოცნების" მიერ გაჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია - რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადის. შეაჩერებს თუ არა საბოლოო ვერდიქტამდე პლენუმი რუსული კანონის მოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაირკვეს, რადგან კონსტიტუციური სარჩელის ღია მოსმენა თითქმის დასრულდა, მოსარჩელეებმა და მოპასუხეებმა საკუთარი საბოლოო სიტყვები პროცესზე ორდღიანი ხმაურინაი განხილვის დროს უკვე თქვეს. წუთი-წუთზე კი სხდომა ბოლო მოწმის გამოკითხვით გაიხსნება. ის მარინა ბერიძეა, ლინგვისტი, რომლის ჩასმაც მოწმეთა სიაში მოსარჩლეებმა მოითხოვეს.