"მიუხედავად ზეწოლისა, სწორედ საჯარო მოხელეები იქნება ის ჯგუფი, რომელიც სილას გააწნის ივანიშვილს"- აქუბარდია
საჯარო მოხელეების მობილიზაცია გურიაში "ოცნების" პარტიული ღონისძიებისთვის - პარლამენტარი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, სწორედ საჯარო მოახლეები იქნებიან ისინი, ვიცნ "სილას გააწნიან ივანშვილს", რადგან ოპოზიციონერის თქმით, "საჯარო მოხელეები დღეს ყველაზე გაბრაზებულები არიან ივანიშვილის მთავრობაზე"
საჯარო მოხელეები დღეს ყველაზე გაბრაზებულები არიან ივანიშვილის მთავრობაზე და ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი შრომის უარყოფა და გადახაზვა მოახდინა რუსული კანონით, ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დასავლეთიდან ჩამოშორების პოლიტიკით "ოცნება". მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამ იძლებისა და ზეწოლისა, სწორედ ეს საჯარო მოხელეები იქნება ის მთავარი სამიზნე ჯგუფი, რომელიც სილას გააწნის ივანიშვილს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ივანიშვილი მოსასმენად გურიაში საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაწყებულია. "ოცნების" პარტიული ღონისძიება დღეს 6 საათზეა დაანონსებული თუმცა, მესამე დღეა მთელი ოზურგეთი პარალიზებულია. გადაკეტილია ქუჩები და მთელს ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს პარტიულ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ. ამ ამბავს მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და საჯარო მოხლეები "პირველებთან" ადასტურებენ.