ფავლენიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის ჩვენს ერთობაში, ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება და ყველაფერს იხილავთ მომავალში

31.08.24 12:23
ფავლენიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის ჩვენს ერთობაში, ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება და ყველაფერს იხილავთ მომავალში

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის ჩვენს ერთობაში, ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება და ყველაფერს იხილავთ მომავალში.“- ამის შესახებ  „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ვემზადებით პირველ ადგილზე გასვლისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ერთობა, ძალიან ბევრი სუბიექტი არის, გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ პოლიტიკური კუთვნილება. ჩვენ ვაგრძელებთ მოზიდვას უფრო და უფრო მეტი ადამიანის, ვერ გეტყვით ეს სტრუქტურული გაძლიერება მოიცავს თუ არა კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამას მომავალში ვიხილავთ, თუმცა გაძლიერება და ადამიანების შემომატება აუცილებლად გაგრძელდება.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.