აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე გაათავისუფლეს

07.08.21 04:19
აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე გაათავისუფლეს

43 საათიანი პატიმრობის შემდეგ აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე თავისუფალია. მოსამართლემ მოძრაობა "დროას"  სამოქალაქო აქტივისტი საპატიმრომროდან შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. 

დღეს გამათავისუფლეს. სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, გამოვცხადიი პროცესზე და ჩემმა უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა, რომ გადადებულიყო პროცესი, ვინაიდან მტკიცებულებებს გავცნობოდი, - ამბობს მაცაბერიძე. 

შუშანა  მაცაბერიძის სასამართლოს პროცესი 17 სექტემბერს ჩაინიშნა. 

შუშანა მაცაბერიძე სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის პროკურატურასთან  მოძალადე გამომძიებლის მარიანა ჩოლიანის გათავისუფლება გააპროტესტა.