სნაიპერები, სპეცრაზმი, სუსი, კრიმპოლი, კინოლოგები და ბრონირებული "აკვარიუმი" - ოზურგეთში ივანიშვილს ელოდებიან

31.08.24 14:55
სნაიპერები, სპეცრაზმი, სუსი, კრიმპოლი, კინოლოგები და ბრონირებული "აკვარიუმი" - ოზურგეთში ივანიშვილს ელოდებიან

 

სნაიპერები, სპეცრაზმი, სახელმწიფო დაცის სამსხურის ათობით თანმშრომელი, სუსი, კრიმპოლი  და კინოლოგები - ოზურგეთში ძალოვნების უპრეცედენტო მობილიზებაა. გურიაში სამ საათში ბიძინა ივანიშივლს ელოდებიან. ოლიაგარქის  ბრონირებული აკვარიუმიც უკვე ადგილზეა, უკვე გახსნილ მდგომარეობაში.

ოცნების პარტიული ღონისძიება კონცერტით გაიხსნება, კულმინცია კი ივანიშვილის შუშის აკვარიუმიდან სიტყვით გამოსვლა იქნება. 

ამ ღონისძიებისთვის ოზურგეთში, სცენის უკან მდებარე საპატრულო პოლიციის შენობაც კი ჩაკეტეს. იქ შესვლა მოქალაქეებს რამდენიმე საათია აკრძალული აქვთ.

პარალელურად ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს პარტიულ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ. ამ ამბავს მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და საჯარო მოხლეები "პირველებთან" ადასტურებენ.

ასევე "პირველების ხელშია კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოჰყავთ ტრანსპორტით სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ხალხი "ოცნების" დღესასწაულზე დასასწრებად.