"26 ოქტომბერს ან ყველანი ვეშვებით უფსკრულში, ან სამომავლოდ, საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა" - ლაშა კომახიძე
"26 ოქტომბერს ან ყველანი ვეშვებით უფსკრულში, ან სამომავლოდ, საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. და როცა გიყურებთ თქვენ, ვუყურებ მიხეილ სააკაშვილსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ზურგს მიმაგრებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი, 26 ოქტომბერს ვიტყვით გადამწყვეტ სიტყვას საქართველოსთვის", - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ განაცხადა.
კომახიძის თქმით, წინ არაერთი მთავარი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ძლიერი თანამებრძოლებია საჭირო:
"წინ გველოდება ძალიან დიდი, გადამწყვეტი ბრძოლები, როგორიც არაერთხელ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ ბრძოლაში გვჭირდება ძლიერი თანამებრძოლები. როცა გიყურებთ და გხედავთ, სწორედ გამარჯვების ენთუზიაზმს ვხედავ თქვენს თვალებში. ბრძოლაში, რომელშიც შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მართლაც ვდგავართ ისეთ ისტორიულ გზაგასაყარზე, რომელსაც ჰქვია რუსული ჩეჩმა და დასავლური კეთილდღეობა; რუსული მავთულხლართები და დასავლეთთან კოლაბორაცია, ევროკავშირთან დაახლოება. ეს იმდენად ეგზისტენციალური საკითხია, რომ არ შეიძლება ამაზე დიდი დილემის წინაშე იდგეს ქვეყანა: 26 ოქტომბერს ან ყველანი ვეშვებით უფსკრულში, ან სამომავლოდ, საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. და როცა გიყურებთ თქვენ, ვუყურებ მიხეილ სააკაშვილსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ზურგს მიმაგრებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი, 26 ოქტომბერს ვიტყვით გადამწყვეტ სიტყვას საქართველოსთვის", - განაცხადა ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლაშა კომახიძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.