გიგი წერეთელი: ის რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით, წინ წავიყვანოთ ქვეყანა

31.08.24 18:06
 გიგი წერეთელი: ის რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით, წინ წავიყვანოთ ქვეყანა

ის რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით, წინ წავიყვანოთ ქვეყანა - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

წერეთელის განცხადებით, "ოცნებას" ყველაფერზე მონოპოლიები აქვთ აღებული და სწორედ ეს უნდა დავამთავროთ".

ამ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ძალიან ცოტაა იმ ადამინების რიცხვი ვინც კარგად ცხოვრობს და არაფერი არ აკლია. ძალიან დიდია რიცხვი იმ ადამიანებისა, მათ შორის აჭარაშიც, ქობულეთშიც, ბათუმშიც ვისაც ყოველდრიურად იმისათვის, რომ თავისი ოჯახი არჩინოს, შვილები როგორმე სკოლაში გაუშვას, თავის მოხუცს მოუაროს, წამალი არ დააკლდეს, ოდნავ რაღაც მეტი შეძლოს, ამისათვის უამრავ და უდიდეს შრომას წევენ, მათ შორის არ ვიცი, ალბათ ბევრი თქვენთაგანი ან თქვენი ოჯახის წევრებიც საზღვარს კვეთთ და გადადიხართ თურქეთში რათა თქვენს ოჯახს რაღაც მცირედი შეჰმატოთ. ეს ხდება იმიტომ, რომ თურქეთში ფასები გაცილებით დაბალია. ჩვენ ხშირად გვიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი სადაც მნიშვნელოვანია ეკონომიკა, ფასები ძალიან დაბალია. ჩვენს ქვეყანაში კი ყველაფერზე მონოპოლიები აქვთ აღებული და სწორედ ეს უნდა დავამთავროთ. ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს ქვეყანაში და სწორედ ეს არის ის ევროპული ღირებულება რისთვისაც ჩვენ მივილტვით ყველა ერთად. ერთიანობა იქნება ყველაფრის საფუძველი. იმიტომ ვარ მეც დღეს აქ, იმიტომ არის ევროპული საქართველოც კოალიციის წევრი, რომ ჩვენ სწორედ ამგვარი ერთობით, იდეების გაერთიანებით, ძალების გაერთიანებით, ადამიანების გაერთიანებით შეგვიძლია დიდი მიზნის განხორციელება და ეს დიდი მიზანი არის სწორედ საქართველო, რომელიც იქნება გაერთიანებული და ევროპული ქვეყანა. მე არ მგონია, რომ თქვენთან მჭირდებოდეს ახსნა იმისა თუ რითაა უკეთესი ევროპა. შემოსავლებით, ადამიანის უფლებებით, გარემოთი. ევროპაში 10 წლით მეტს ცხოვრობენ ვიდრე საშუალოდ სამწუხაროდ საქართველოში. იმიტომ, რომ გარემოა დაცული, იმიტომ რომ ადამიანს პატივს სცემენ, მის უფლებებს,ახალგაზრდებს კარგი პერსპექტივა აქვთ, მოხუცებს და ხანში შესულებს სიბერე აქვთ უკეთესი. ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ და არ გვინდა ის რასაც ხელისუფლება გვპირდება, დაპირისპირებას, პარტიების გაუქმებას, სამოქალო სექტორის გაუქმებას, ისევ ბრძოლაში შესვლას. ამის საპირისპიროა სწორედ ის რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა , მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით. წინ წავიყვანოთ ქვეყანა, ნამდვილი ევროპული საქართველოსკენ.” - აცხადებს გიგი წერეთელი.