ბონდო თედორაძე: ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ! დავიბრუნებთ საქართველოს და გავუშვებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ჯიჯგნის ჩვენს სახელმწიფოს და როდის წაიქცევა არავინ არ იცის,
„ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ! დავიბრუნებთ საქართველოს და გავუშვებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ჯიჯგნის ჩვენს სახელმწიფოს და როდის წაიქცევა არავინ არ იცის, ამიტომ რომ არ წაიქცეს დავდგეთ მყარად, მედგრად და ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ ქობულეთში მოსახლეობასთან შხვედრის დროს განაცხადა.
ბონდო თედორაძე თითოეულ ამომრჩეველს მიმართავს და არჩევნებზე წასვლას სთხოვს.
„ჩვენ თუ ვინმეს წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს, გვაქვს თქვენს წინაშე და ეს ბრძოლა 12 წლის განმავლობაში, რომელიც მხრებით მოვიტანეთ დღევანდელ დღემდე, არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2012 წლიდან 2014 წლამდე იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით, სადაც საკრებულოს უმრავლესობა გვერდში დგომით არ დაიშალა და ბოლომდე მედგრად იდგა და დღესაც ბოლომდე ვდგავართ მიხეილ სააკაშვილის ერთგულად, გაუმარჯოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი 5 აუცილებლად მოვიტანთ იმ ევროპულ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი იბრძვის. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა საარჩევნოდ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და წავიდეთ არჩევნებზე.
ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ! დავიბრუნებთ საქართველოს და გავუშვებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ჯიჯგნის ჩვენს სახელმწიფოს და როდის წაიქცევა არავინ არ იცის, ამიტომ რომ არ წაიქცეს დავდგეთ მყარად, მედგრად და ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, მადლობა ახალგაზრდებს, რომლებიც აქ არიან დღეს მრავლად და მინდა ჩემი პატივისცემა გამოხატო ყველა თაობის ადამიანის მიმართ.
გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს, გაუმარჯოს კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ და ნომერ 5-ს. ერთადერთი რისი იმედიც უნდა გვქონდეს კოალიციაში, ეს არის მატების იმედი, დანარჩენი ამ კოალიციაში მყოფი ადამიანები პირობას ვდებთ, რომ ბოლომდე ვემსახურებით თქვენს ინტერესებს, ვიდგებით თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.” - განაცხადა ბონდო თედორაძემ