ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად - ივანიშვილი

31.08.24 19:03
ჩვენ ნებისმიერ დროს  მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად - ივანიშვილი

ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად - ამის შესახებ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში განაცხადა.

ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება.

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ჩვენ ნებისმიერ დროს  მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა.

სწორედ ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითხები - დამნაშავე პოლიტიკური აგენტურის გასამართლება და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დაცვა და მზადება საქართველოს გასაერთიანებლად სწორედ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი", - განაცხადა ივანიშვილმა.