ვინ ესწრებოდა "ოცნების" პარტიულ ღონისძიებას?
ვინ ესწრებოდა "ოცნების" პარტიულ ღონისძიებას? ოზურგეთში საჯარო მოხელეების მობილიზება დილიდან დაიწყო სამარშუტო ტაქსებით პედაგოგები, მეეზოვეები, მესაფლავეები, ბაღის თანამშრომლები და საჯარო უწყებების წამრმომადგნლები ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩაიყვანეს.
"პირველების" მიერ ჩაწერილი მოქალაქეები ადასტურებენ, რომ მათ პარტიულ ღონისძიებაზე ჩასვლა დაავალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით დაემუქრებოდნენ.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ღონისძიებაზე დასალევად იყვნენ მისულები, ზოგმა კი საერთოდ არ იცოდა, რა ღონისძიებაზე გაგზავნეს მუნიციპალიტეტიდან.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხალხის მობილიზებას პარტიულ ღონისძიებაზე არა "ოცნება" არამედ ოპოზიცია ახდენს.
კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჰქონდა გუშინ აქცია-კონცერტი ბათუმში. მივიდა 100 აკცი და აბსოლუტურად ჩავარდა ეს ღონისძიება. მხარდამჭერების მობილიზაცია არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვეულებრივი საარჩევნო მოვლენა. არავის სჭირდება დაძალება რომ მოვიდეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.