"ნაციონალურმა მოძრაობამ" დარჩელში ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი გახსნა
"ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" დარჩელში ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი გახსნა.
ოფისის გახსნაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და გაერთიანების ლიდერები, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი, ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე იმყოფებოდნენ.
ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.
მთელ საქართველოში დავდივართ და სხვათაშორის დარჩელში უკვე მეორედ ვართ.
მთელ საქართველოში დავდივართ და ვხედავთ მართლაც საოცარ ერთსულოვნებას. საქართველო გზას ირჩევს ევროპიკსენ.
თქვენ ხართ ის ძირძველი ქართველები, რომლებაც იცით რა ფასი აქვს ევროპაში ინტეგრაციას, ევროპასთან თანამშრომლობას.
ფაქტობირვად ოქროს საწმისიდან მოყოლებული კოლხი ხალხი იყო ფუნდამენტი საქართველოს ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის.
ამიტომ ჩვენ ამას აუცილებლად ერთად გავაკეთებთ, მაგრამ
უნდა იცოდეთ, რომ “ ქართული ოცნება” სუსტი არ არის და დღესაც გამოვიდნენ და შეუძლიათ ხალხზე გონებრივად იძალადონ.ისევ და ისევ უნდათ ხალხი მოატყუონ, ცრუ დაპირებები შემოიტანონ.
აი ახლა პირდაპირ ეთერში ვიყავი აქედან და მეკითხებიან, რომ რას ფიქრობთო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაზე.საპატრიარქომ ხომ გასცა პასუხი, ხომ უთხრა,რომ საარჩევნო თვალსაზრისით არ გამოვაყენებინეთო ეკლესიას და რელიგიას.
გამოდის ივანიშვილი და ბოდიში, მაგრამ თავხედურად ისევ თავისას აწვება.
ეს არის მისი დამოკიდებულება ხალხისა და საზოგადეოების მიმართ.
თქვენთან ერთად მინდა კითხვა დავუსვა ივანიშვილს, რატომ არის ასეთი უმუშევრობა 12 წლიანი მმართველობის შემდგომ? რატომ არაფერი არ განვითარდა რეგიონებში? რატომ გააჩერეს ანაკლია ლაზიკის უზარმაზარი პროექტი, რომელსაც მიხეილ სააკშვილი აკეთებდა.
სულ, რომ დაავიწყდა ეს მხარე,ივანიშვილსა და მის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს.
რატომ წავიდა მილიონზე მეტი ადამიანი საზღვარგარეთ საშოვარზე?
რატომ არის უფრო და უფრო დაბალი შობადობა ქვეყანაში?
რატომ არის ახალგაზრდების 52% პროცენტი უმუშევარი.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მოწყვეტილი არიან რეალობას და სურთ მხოლოდ თავიანთი თავის გამდიდრება და ხალხი იყოს ღარიბი, მათთვის ყველაფერია და არაფერი ხალხისთვის.
ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ 26 ოქტომებერს ყველამ ერთად.
ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო არჩევანი, კეთილდღეობა ევროპაში ან იზოლაცია გაჭირვებით და უმძიმეს ყოფაში.
ჩვენ ვირჩევთ კეთილდრეობას ევროპაში, სამეგრელოს არა ერთხელ უთქვამს ეს, დარჩელს არაერთხრლ უთქვამს ეს, მთლიანად რეგიონს არაერთხელ უთქვამს.
და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც 26 ოქტომბერს სამეგრელოდან დავიწყებთ დიდი გამარჯვების აღნიშვნას.გვეიმედებით, მაგრები ხართ და გთხოვთ ეს ორი თვე ყველამ ერთად მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, რომ გამრჯვება მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ოჯახებს.”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.