"ოცნების" მხარდაჭერა 20% -ია, ამიტომ ძალადობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩათ - გიორგი ვაშაძე
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ახლა მხოლოდ 20%-ია და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ახლა ხალხის მობილიზებას იძლებით ცდილობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის ხალხიც, რომელიც გუშინ ოზურგეთშ ივანიშვილთან შეხვედრაზე იძულებით მიიყვანეს, რეალურად, ხმას მმართველ პარტიას არ მისცემს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის 20%, შესაბამისად, სხვა რა დარჩენიათ, თუ არა ძალით მიიყვანონ ხალხი, მაგრამ აი, იქ, ვინც ედგათ ხალხი, მათი უმრავლესობა ხმას არ აძლევს „ქართულ ოცნებას“ და ამას თქვენ დაინახავთ არჩევნებზე. 20%-ია მათი რეიტინგი და ამიტომაა, რომ ასე გავეშებულები არიან და აძალებენ ხალხს და ასე ძალადობენ ხალხზე, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
გუშინ ტყვიაგაუმტარი ბარიერით დაცული ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ოზურგეთში მიკროავტობუსით მიიყვანეს პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, მეეეზოვეები, მესაფლავეები და საჯარო უწყებების თანამშრომლები.