პროვოკაციის მოწყობის უფლებას არ მოგცემთ! - კალაძის თქმით, მეეზოვეების გაფიცვის უკან ოპოზიცია დგას

07.08.21 06:37
პროვოკაციის მოწყობის უფლებას არ მოგცემთ! - კალაძის თქმით, მეეზოვეების გაფიცვის უკან ოპოზიცია დგას

თბილსერვისჯგუფის პროტესტით დედაქალაქის მერი გაბრაზებულია. კახი კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, პროტესტის უკან ოპოზიცია დგას. 

მოთხოვნების გაცნობის შემდეგ გულწრფელად გეტყვით, საოცრად გაკვირვებული დავრჩი. ის, რასაც ვთვლით, რომ არის ჩვენი საერთო მიღწევა და ვცდილობთ ყოველდღიურად გადავდგათ ნაბიჯები თბილსერვისის მუშაობის განვითარებისკენ, წინსვლისკენ, შემოგვიბრუნდა როგორც მოთხოვნა, რომლის მიღწევასაც თითქოს გაფიცულები ითხოვდნენ. რაც შეეხება ხელფასებს, რა თქმა უნდა, მე მგონია არავინ არ დავობს იმაზე, რომ არსებული ხელფასები არის ძალიან ცოტა. იყო პირობა მიცემული ამ ადამიანებზე და ეს გაჟღერებული იყო და ყველამ იცოდა, რომ 2022 წლის იანვარშ ჩვენ დავუბრუნდებოდით ისევ ხელფასის თემას. ტყუილია ის, რომ თითქოს ზაფხულის ცხელ დღეებშ ზამთრის უნიფორმით უწევთ ადამიანებს მუშოაბა. არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში, პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი, - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.