ზუგდიდში საარჩევნი ველი "ოცნებისთვის" არახელსაყრელად, რადიკალურად შეცვლილია - ანი წითლიძე
"საარჩევნო ველი ზუგდიდში, ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს: ის ადმიანებიც კი, რომლებიც „აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას", არიან რადიკალურად შეცვლილები, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დარჩელში ახალი ოფისის გახსნისას ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, კოალიციას ძალიან ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია ექნება, რადგან საარჩევნო ველი ზუგდიდში მკვეთრად, "ქართული ოცნებისთვის" არახელსაყრელადაა შეცვლილი.
ძალიან დიდი მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ბრძოლისთვის, მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით უნდა შევიდეს ბრძოლაში, უნდა იყოპთ ჩვენი სოფლის, ჩვენი უბნის წარმომადგენლები. სწორედ თქვენს მტკიცედ დგომაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ჩვენს ხმებს. მე აქ ვხედავ უამრავ ისეთ ადამიანს, რომელსაც არაერთი ომი აქვს გადატანილი არჩევნების დღეს, ხმების დაცვის დროს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!..
ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ორი თვეა მე ზუგდიდში ვარ და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ველი ზუგდიდში და, ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს: ის ადამიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას", არიან რადიკლურად შეცვლილები. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან კოალიციაში, და მათთან ერთად, ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანა წითლიძემ.