ივანიშვილს უნდა, მანტია მოისხას, თითქოს ის არის ეკლესიის ერთადერთი დამცველი და ერთგული - ფიქრია ჩიხრაძე

01.09.24 13:20
ივანიშვილს უნდა, მანტია მოისხას, თითქოს ის არის ეკლესიის ერთადერთი დამცველი და ერთგული - ფიქრია ჩიხრაძე

ივანიშვილს უნდა, მანტია მოისხას, თითქოს ის არის ეკლესიის ერთადერთი დამცველი და ერთგული, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საუბრობს. საქმე ეხება "ოცნების" ინიციატივას, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ეკლესიას ზიანი მიაყენა, სწორედ "ქართული ოცნებაა", რომელმაც მიყურადებას და თვალთვალს არნახული მასშტაბი შესძინა. 

ჩიხრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს ის შეთავაზება, რომელიც ეკლესიის მიმართ გააჩნია. 

თუკი ვინმემ ეკლესიას ზიანი მიაყენა, ხელისუფლებებს ვგულისხმობ, ეს იყო ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ფარული მიყურადების და თვალთვალის სისტემა კი არ მოსპო, როგორც ეს დაპირება იყო, არამედ რაღაც არნახული მასშტაბი შესძინა. ეს არის ბინძური პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და ახლა ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ მანტია მოისხას, თითქოს ის არის ეკლესიის ერთადერთი დამცველი და ერთგული. გამოაქვეყნონ, რას სთავაზობენ. თუ ეს ეკლესიისთვის მისაღებია, თუ ეს საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ჩვენ ვთავაზობთ, რომ არჩევნებს კი არ დაველოდოთ და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნას, არამედ ფართო კონსესუსი შევქმნათ, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მხარი დავუჭიროთ და მე დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური ჯგუფი თუ საზოგადოების წარმომადგენელი აღმოჩნდება, რომელიც მზად იქნება, რომ ასეთ რამეს მხარი დაუჭიროს, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.