"ევროპული საქართველო" დედაქალაქის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

07.08.21 06:47
"ევროპული საქართველო" დედაქალაქის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველო" დედაქალაქის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ არამიზნობრივი ხარჯვები სწორედ თანამშრომლების ხელფასებზე აისახება. 

პარტიის წარმომადგენელი ასევე, ამბობს, რომ ურნების დემონტაჟის ტენდერებში გამარჯვებული "ჯითი გრუპის" მფლობელები სხვა და სხვა დროს "ქართული ოცნების" მიმართ სიმპათიებს არ მალავენ და პარტიის აქტიური შემომწირველებიც არიან.

2020 წელს თბილისის მერიამ ჩვეულებრივი ურნებისგან განსხვავებით ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნები დაამონტაჟა, რაშც მან გადაიხადა 5 მილიონ ლარამდე. ეს თანხა თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ზრდას. 5 მილიონი ლარი როდესაც თბილისის მერიამ დახარჯა მიწისქვეშა ურნებში, რომეიც იყო ირაციონალური ხარჯი, ტენდერი მოგო მის მიმართ ლოიალურად კომპანიამ "ჯითი ჯგუფმა" , რომელსაც "ქართული ოცნებისთის" უკანასკნელი წლების განმავლობაში აქვს 160 ათასი ლარი შეწირული, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი.