ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია - ლევან ბეჟაშვილი
"ცესკოს მხრიდან კომისიების წევრებად საჯარო მოხელეების დანიშვნა შიშზე დაფუძნებული ნაბიჯია," - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ბეჟაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამის მიუხედავად, არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც სხვა რომელიმე კომისია გადაწყვეტს, არადგან არჩევნების ბედი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
"ცენტრალური საარცევნო კომისია აგრძელებს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ე.წ. დამოუკიდებელი წევრების მიღებას, მაშინ როცა ეს პირები არიან საჯარო მოხელეები და ცხადია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკას გაატარებენ კომისიაში, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ არჩევნების ბედს ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც ვერანაირი კომისია ვერ გადაწყვეტს, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი. "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი არის შიშზე დაფუძნებული ნაბიჯი, იმიტომ რომ იციან, არჩევნებს აგებენ და 20%-ზე მეტს ვერ აიღებენ. ფაქტია, ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, "ქართული ოცნება" აგებს არჩევნებს, ამიტომ ერთიანობით, ერთობით, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და საქართველოს მოვუპოვოთ ევროპული მომავალი", - ამბობს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, ცესკოსთან გამართული ბრიფინგით გამოეხმაურა ღეს იგივე საკითხს ცესკოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, პროცესი გააკონტროლონ და არ მისცენ ცესკოს მანიპულაციების საშუალება.