ეკლესიის თემა გამიზნულია მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა არჩევნები არ წააგოს - გოჩა ბარნოვი
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ეკლესიის წინსაარჩევნოდ გამოყენებას ცდილობს, რათა არჩევნები არ წააგოს. მისი თქმით, "ოცნების" ინიციატივა, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.
სხვა და სხვა პიროვნებები გამოვიდნენ და თქვეს, ვინც ახლოს იცნობს ბიძინა ივანიშვილს, რომ ის დასცინოდა ვთქვათ, პატრიარქს ან ზოგადად, ეკლესიას და ა.შ. მანამდე პატრიარქზე გააკეთა განცხადება, რომ მასაც შეიძლება შეეხოს და მისი კრიტიკაც შესაძლებელია, ამდენად ტაბუირებული თემა ეს არ უნდა იყოს პატრიარქის კრიტიკა, მაგრამ ახლა, არჩევნების წინ მიხვდა იმას, რომ მას თურმე სჭირდება ეს ეკლესია და მისი რეიტინგი და იწყებს საუბარს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, რაც არის აბსოლუტური სისულელე. თავად ეკლესიის არსია, რომ ის არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფოს, არ შედის მის სტრუქტურებში, ის არის დამოუკიდებელი და აკეთებს თავის საქმეს. ის არ ერევა პოლიტიკაში. აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ არის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაძლიერებაზე და პრივილეგიებზე. სწორი შენიშვნაა, იმიტომ, რომ თუკი ის გაიმარჯვებს ამ დაპირებებით, გამოიყენებს ეკლესიას და ხმების დიდ უმრავლესობას მიიღებს, მეც მეეჭვება, რომ მან არჩევნების შემდეგ რაიმე პრივილეგიები მისცეს ეკლესიას. გამიზნულია მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ წააგოს ეს არჩევნები, - ამბობს გოჩა ბარნოვი.