"ოცნებამ" გაბედა და ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სცადა - აქუბარდია
"ოცნებამ" გაბედა და ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა სცადა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ხელისუფლების ინიციატივას, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის ამგვარი "თამაშები", ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება.
ვხედავთ არაერთ შეშინებულ, წამგებიან ქცევას, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ფეხში გასროლა „ქართული ოცნების“, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მათ გაბედეს და ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი სცადეს ჩაერთოთ საარჩევნო კამპანიაში და ერეკლე მეორე, რომელსაც ასევე საარჩევნო კამპანიის ნაწილად ვხედავთ, რომ იყენებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ეს თამაში ქართული იდენტობით, რეალურად, ყველა იმ ღირებულებით, რომელიც შორს არის „ქართული ოცნებისგან“, დამთავრდება იმით, რომ პასუხს მიიღებენ ისინი იმ ადამიანებისგან, რომელიც არაერთხელ მოატყუა ივანიშვილმა, - ამბობს აქუბარდია.