საჯარო მოხელეების დანიშვნა ცესკოს კომისიებში - გიორგი სიორიძე საფრთხეებზე საუბრობს
"ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ცესკოს საოლქო კომისიაში მოსახვედრი პირების სიას, რეალურად, სუსი ადგენს და იქ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი პირი ვერ მოხვდება. ოპოზიციის წევრი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც აღნიშნულმა სქემამ შეიძლება გამოიწვიოს. სიორიძის თქმით, საჯარო მოხელეები, რომლებიც კომისიაში იქნებიან, ყველა საარჩევნო დარღვევაზე თვალს დახუჭავენ.
სინამდვილეში, არის სუსის ფილტრი, რომ ვერ შეძლებს, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ადამიანი თუ მას არ აქვს კავშირი მმართველ უმრავლესობასთან ცესკოში, რომელიც იღებს ყველა გადაწყვეტილებას, მოხვდეს კომისიაში. ასეთი კასკადია, ჯერ პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრებს ერთპარტიულად, ახალი ცვლილებებით, შემდეგ ეს ერთპარტიულად არჩეული უმრავლესობა ირჩევს საოლქო კომისიის წევრებს და საოლქო კომისიის წევრები, გარდა სხვა მრავალი ფუნქციისა, ირჩევენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს და ამ პირებსაც მოუწევთ ახლა ამ ფუნქციის შესრულება. ისინი განიხილავენ საარჩევნო დავებს და საჭიროების შემთხვევაში, ეს დავები გადაწყდება ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ, - ამბობს გიორგი სიორიძე.