ცესკოს კომისიების საჯარო მოხელეებით დაკომპლექტება - რას ამბობენ ცესკოში

01.09.24 16:55
ცესკოს კომისიების საჯარო მოხელეებით დაკომპლექტება - რას ამბობენ ცესკოში

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კომისიის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებაში პრობლემას ვერ ხედავს, გიორგი შარაბიძე ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცულია და თუკი ასეთი მაინც გამოვლინდა, მკაცრი რეაგირება ექნებათ.

ამათან, ცესკოს წარმომადგენელი ამბობს, რომ კომისიის წევრების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, მათ სტიგმატიზაციას იწვევს, რაც დაუშვებელია. 

ასეთი არჩევის წინ, საარჩევნო პროცესების განსაკუთრებულად დისკრედიტაციისთვის ვისმენთ ხოლმე ასეთ მოსაზრებებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი საქმიანობა განახორციელა პროფესიულად და ჩაატარა მაღალპროფესიული არჩევნები, რაც ნიშნავს ერთს, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე, უპრეცედენტოდ ღია და ყველას შეეძლო თვალყური ედევნებინა წევრების არჩევის პროესისთვის. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, წინასწარ ასარჩევი წევრების სტიგმატიზაცია არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს ყველა საარჩევნო მოხელის უფლებებს, მაგრამ თუკი ვინმეს დაუდასტურდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელყოფა, ცხადია, ვიმოქმედებთ მყისიერად და კანონიერად, - ამბობს ცესკოს თავმდჯომარის მოადგილე.