"კანონდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული" - იურისტები საჯარო მოხელეების იძულებით მობილიზებაზე
კანონდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული, - ასე აფასებენ იურისტები "ოცნების" შეკრებებზე ადამიანების იძულებით მიყვანის ფაქტებს. სანდრო ბარამიძის თქმით, საჯარო მოხელეების მიტინგებზე იძულებით მიყვანის პრაქტიკა "ოცნების" ხელწერაა.
ადამიანის იძულება, რომ სადღაც მივიდნენ და ვიღაცის მიტინგს დაესწროს, ეს არის კანონდარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაულიც კი. ასეთი პრაქტიკა „ქართულ ოცნებას“ წლებია აქვს, ყოველი არჩევნების წნი იყენებს ამას სკოლის მასწავლებლებზე, დირექტორებზე, სხვა ამგვარ მუშაკებზე ზეწოლის გზით კრებს მათ თავის მიტინგებზე, - ამბობს სანდრო ბარამიძე.
"ოცნების" ამგვარ ქმედებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად აფასებს იურისტი გოგა ხატიაშვილიც.
ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და საჯარო მოხელეებს პარტიულ აქტივობებში, რაც არღევს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული თხოვნის, ზემოქმედების, დაპირებების გზით მოახდინოს ხალხის მობილიზება პარტიულ აქტივობებში, ბუნებრივია, ეს აჩენს, რა თქმა უნდა, განცდას, რომ ამით კონკრეტული პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ თითქოს ხელოვნურად შექმნას ელექტორატი და დაანახოს საზოგადოებას თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
გუშინ ტყვიაგაუმტარი ბარიერით დაცული ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად ოზურგეთში მიკროავტობუსით მიიყვანეს პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, მეეეზოვეები, მესაფლავეები და საჯარო უწყებების თანამშრომლები.