მამა გიორგი ზვიადაძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ივანიშვილმა საპატრიარქოსთან მთავარ მომლაპარაკებლად ირაკლი კობახიძე შეარჩია. "პირველებს" მამა გიორგი ზვიადაძემ დაუდასტურა, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, მეუფე შიოს დათანხმებას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინათ. სასულიერო პირის თქმით, კიდევ ერთი საკითხი მე-8 მუხლში ჩანაწერის შეტანას ეხებოდა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფოების საყრდენად ეკლესია გამოცხადდეს. მისივე ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება ეკლესიის როლის გაძლიერებას ეხებოდა.
ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ეკლესია საკუთარ მოღვაწეობას კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც განაგრძობს.
შემოთავაზება იყო, ასეთი ჩანაწერი რომ გაკეთდეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს საყრდენია. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეს შეჯერებული პოზიცია გავაცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ძალიან რთულია ახლა ამაზე საუბარია. თავისთავად, ეკლესია ყოველთვის აღასრულებს თავის მოღვაწეობას მიუხედავად იმისა, ეს ჩანაწერი იქნება თუ არ იქნება, - ამბობს პროტოპრესვიტერი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე.
შეხვედრა პრემიერსა და სასულიერო პირებს შორის პარასკევს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. მოსაყდრე შიოს თან ოთხი ადამიანი ახლდა. კობახიძეთან კონსულტაციებს ესწრებოდნენ მამა ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი მიქაეილ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი ზვიადაძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.