ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება - რა დარღვევა აღმოუჩინეს ივანიშვილს?
"ქართული ოცნების" ხელში კონცენტრირებული ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო მოხელეების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება - "პირველების" გადაღებული ვიდეოკადრები ცხადყოფს, რომ ხელისუფლების ყალბი დაპირებების და ტყვიაგაუმტარი ბარიერით დაცული ბიძინა ივანიშვილის სანახავად ხალხი ოზურგეთში საკუთარი სურვილით არ მისულა. საჯარო უწყებების თანამშრომლები პარტიულ შეკრებაზე წინასწარ შედგენილი სიებით მიიყვანეს. მერია აკონტროლებდა ვინ მივიდა და ვინ არა ღონისძიებაზე. მიკროავტობუსით მოქალაქეები ოზურგეთში მხოლოდ გურიის რეგიონიდან არ მიუყვანიათ. "ოცნებამ" შველა დიდი შეკრებისთვის სამტრედიელი და ფოთელი საჯარო მოხელეებისგანაც ითხოვა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.