ჯაფარიძე: "ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო - ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ინიციატივას "ხრიკს" უწოდებს.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდს ეს ხრკი ჩაუვარდა:
„ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ქართულ ოცნებას" არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, რაზეც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პასუხი გასცა.
"ქართული ოცნება" ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, ეკლესიამ გასცა პასუხი მათ ვითომდა ინიციატივას, იმიტომ რომ ცხადია, "ქართულ ოცნებას" აქ არანაირი ინტერესი არ ჰქონია არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების, ჰქონდა საარჩევნო მიზნები და მასზე მიიღო ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. შესაბამისად, ეს ხრიკი მათ ჩაუვარდათ," - განაცხადა ჯაფარიძემ.