გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მთავარი შეცდომაა - დევიდ კრამერი
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი მთავარი შეცდომაა, - ასე აფასებს დევიდ კრამერი "ოცნების" მიერ დამტკიცებულ რუსულ კანონს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "გარდამტეხი წელის" დაწყების წინ ისაუბრა. კრამერი მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი განზრახ გადადგა.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ესეც "ოცნების" მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. კრამერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კრიტერიუმებს არ იზიარებს და პირიქით, მის გამოწვევას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა კანდიდატის სტარუსი, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, პრემიერ-მინისტრების ცვლილება და კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. გამჭვირვალობოს შესახებ კანონპროექტი არის ჩემი აზრით უმთავრესი შეცდომა ამ ქვეყნისთვის. ვნახავთ, რას გადაწყვეტენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება არჩევნების წინ, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის დამთხვევა და ეს არის განზრახ გადადგმული ნაბიჯი. ამასთანავე, ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება ძალიან არაბრძნული გადაწყვეტილება იყო, პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები უნდა მოიგოს, შემდეგ შეინარჩუნოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ საუბარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, არ არის ისეთი რამ, რასაც მოისმენ პარტიისგან, რომელსაც დემოკრატიული პრინციპები აქვს.
"ქართული ოცნების" რიტორიკა გასულ ძალს ძალიან ჩახლართული იყო, ისინი გამოხატავდნენ ინტერესს მიეღოდ კანდიდატის სტატუსი. სტატუსის მიღების შემდეგ კი, წავიდნენ საპირისპირო მიმართულებით. ისე ჩანს, თითქოს საქართველოს მთავრობა ცდილობს ევროკავშირის გამოწვევას , იმის ნაცვლად, რომ გაიზიაროს ევროკავშირის კრიტერიუმი, - განაცხადა დევიდ კრამერმა.
"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.