კრამერი: ნამდვილი ომის პარტიის შტაბბინა არის მოსკოვში
გაოცებული ვარ, რომ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ აშშ-ს მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული.
ხელისუფლებამ უნდა ასახოს ქართველი ხალხის მისწრაფებები. მე გაოცებული ვარ, რომ ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ აშშ-ს მიემართება. არავის უნდა, ომი უკრაინის იქით გავრცელდეს. ამერიკას არ უნდა საქართველოს ომში ჩათრევა. ნამდვილი ომის პარტიის შტაბბინა არის მოსკოვში, რადგან თქვენი ქვეყნის 20% მას აქვს ოკუპირებული და არა აშშ-ს. ამიტომაც ეს წელი, 2024 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება, - განაცხადა კრამერმა.
"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.