"ოცნებამ" ნიღბები მოიცილა და პირდაპირ დაგვანახა, რა არის მისი რეალური მიზანი - გიგაური რუსულ კანონზე

02.09.24 11:43
"ოცნებამ" ნიღბები მოიცილა და პირდაპირ დაგვანახა, რა არის მისი რეალური მიზანი - გიგაური რუსულ კანონზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა თბილისი გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსული კანონის საფრთხეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ის საქართველოს დასავლეთს აშორებს. გიგაურის თქმით, რუსული კანონის მიღებით "ოცნებამ" ნიღბები მოიშორა და რეალური სახე გამოაჩინა. 

მესამე სექტორის წარმომადგენელმა ანტიდემოკარტიული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლა დააანონსა.  

არ ვუყურებთ ამ კანონს და მთელ პროცესს როგორც რაღაცას, რაც მხოლოდ საქართველოზე აისახება. ეს ფაზლის პატარა ნაწილია. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დასავლეთს აშორებს. მათ ნიღბები მოიცილეს და პირდაპირ დაგვანახეს, რა არის მათი რეალური მიზანი, საით მიჰყავთ ქვეყანა. არ გვაინტერესებს, რომ თანხები გაიყინება ან თუნდაც დაგვიჭერენ. ჩვენ ქვეყნის მომავალი გვაინტერესებს. ვერცერთმა მთავრობამ ვერ უნდა თქვას, რომ დასავლეთი ჩვენი მტერია, ამიტომ ჩვენ ბრძოლას ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ. ორი თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი აპროტესტებდა ამ კანონს, იმიტომ, რომ ხალხი გრძნობს და ხედავს რასთან გვაქვს საქმე, - თქვა ეკა გიგაურმა. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.