"რუსული კანონის" მიღების გამო წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა - გია ხარჩილავა
წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა "რუსული კანონის" მიღების გამო და ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხარჩილავამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საუბარი შეცერებულ გრანტებსა და პროექტებზე უწევს.
"პრაქტიკაში და ქმედებაში რას გვაძლევს ან რას გვართმევს "რუსული კანონი" დასავლეთთან ურთიერთობაში: წალენჯიხის მერიამ გრანტი მიიღო და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო "რუსული კანონი", გრანტი შეჩერებულია. ტურიზმის მიმართულება წალენჯიხაში, ფაქტობრივად, არის გაუქმებული და მოგახსენებთ, რა ვითარებაა ამ დროისთვის. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და რაც აქ ხდება, ყველაფერი არის ჩვენს მიერ დეკლარირებული, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. მე თქვენ გეუბნებით, რომ წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით, მოქმედებს საქართველოში", - განაცხადა გია ხარჩილავამ ბრიფინგზე.
წალენჯიხის მერმა ბრიფინგზე ის წერილიც წაიკითხა, რომელშიც გრანტის გაუქმების შესახებ იტყიბინებოდა.
მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის, ჩვენ ძალიან ვაფასებთ წალენჯიხის მერიის ძალისხმევას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტების შედეგები გახდება უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი, აუცილებლად გაცნობებთ, რატომ გაუქმდა გრანტი", - ნათქვამია წერილში, რომელიც წალენჯიხის მერიამ მიიღო.