რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

02.09.24 12:58
რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლაიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა.“

რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს პირველი არჩევნები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა;

„დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის ვიცე პრეზიდენტი ვარ და ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი არჩევნებს, რომელიც თავისი მოწყობით უნიკალური, უნიკალური იყო იმ ნაწილში, რომ პირველად ისტორიაში ჩატარდა მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ყველა აზერბაიჯანელისთვის იყო დღესასწაული. აზერბაიჯანელებმა ეს არჩევნები როგორც დღესასწაული ისე მიიღეს, თავის რჩეულს მისცეს ხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ალიევი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული არ აქვს. ჩვენ გვჭირდება მშვიდი და განვითარებული აზერბაიჯანი, ამიტომ ჩვენ ურთიერთობას უნდა ვალაგებდეთ ყოველდღე ამ ქვეყანასთან, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და გვქონდეს ჩვენი ძლიერი მეზობლის იმედი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, ჩამოყალიბდება პარლამენტი და შესაბამისად მათთან დავამყარებთ ურთიერთობებს“ - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა