ევროპარლამენტარი: თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ

02.09.24 13:15
ევროპარლამენტარი: თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ

ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან მარკეტა გრეგოროვა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, ამბობს, რომ მისთვის "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და ქმდებები გაუგებარია, რადგან ცხადია, რომ ეს არჩევნების წაგების სტრატეგიაა.

ევროდეპუტატს ერთი ვერსია აქვს - ფიქრობს, რომ შესაძლოა, "ოცნებას" აქვს იმედი, რომ უკრაინაში ომს რუსეთი მოიგებს, თუმცა გრეგოროვას თქმით, ევროკავშირი ამას არ დაუშვებს.

ამასთან, მარკეტა გრეგოროვა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზეც საუბრობს და ბელარუსის მაგალითს იხსენებს. მისი თქმით, თუ საქართველოშიც ამგვარი ვითარება განმეორდა, ეს პრეცედენტი იქნება. 

მე არ ვიცი, რატომ აკეთებენ ისინი ამას, იმიტომ რომ ეს არის არჩევნების წაგების სტრატეგია. შესაძლოა, მათი წაგება დემოკრატიისთვის უკეთესი იყოს, მაგრამ ეს მაინც უცნაურია იმ პარტიისგან, რომელსაც არჩევნების მოგება სურს. ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი ომს მოიგებს უახლოეს თვეებში, რაც ჩემი აზრით, ვერ მოხდება, და ისინი შემდეგ გამარჯვებულ მხარეს იქნებიან. მაგრამ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

თუ იქნება არჩევნების გაყალბება, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევხედოთ ბელარუსის შემთხვევას, თუ რა მოხდა იქ. ევროკავშირმა არ აღიარა ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას, კერძოდ სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ასევე მთელ ბელარუსულ სამოქალაქო საზოგადოებას ფინანსურად და ეკონომიკურად, ბელარუსი კი დავასანქცირეთ. ამიტომ, თუ საქართველოში იგივე მოხდა, მაშინ ეს პრეცედენტია, - თქვა გრეგოროვამ. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.