“თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ თავისუფლებებს“- სააკაშვილი
“ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება, თქვენ ვერ ატყობთ რომ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან გაქვთ საქმე?“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
სააკაშვილი ივანიშვილის ბრონირებული “აკვარიუმიდან“ საზოგდოებისთვის მიმართვას სასაცილოდ მიიჩნევს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს საფრთხის შემცველიცაა.
დუშკაბინიდან ქადაგება სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ არც ისე სასაცილოა, საფრთხეებს შეიცავს.“,- ამბობს ექსპრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, დამამაცირებელია, როცა აღმაშენებლის ქვეყნაში „ჭორვილელი უწიგნური თავის დიქტატურას ამკვიდრებს.“
თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენ თავისუფლებებს. პირველი - სიტყვის თავისუფლებას, მეორე - პოლიტიკურ თავისუფლებას, მესამე - პირად თავისუფლებას, მეოთხე - აღმსარებლურ თავისუფლებას, ასევე გადაადგილების თავისუფლებას. ის ემუქრება მთავარს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მას ეს არ უნდა გამოუვიდეს, ისე, როგორც არ გამოუვიდა ეკლესიის ხელში ჩაგდება. ივანიშვილის მთავარი პრობლემაა, რომ მას ჩვენი ხალხი იდიოტი და სულელი ჰქონია. ჰგონია, ყველა იყიდება, სინამდვილეში ჩვენი ხალხი ძალიან გონიერი და მებრძოლია.
დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჭორვილური დიქტატურა არ გავა. ამაზე მეტი დამცირება რა არის ჭორვილელი უწიგნური თავის დიქტატურას ამკვიდრებს“, - ამბობს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ “ერთიანობის“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ რიგში საბანკო მონოპოლია დასრულება.
ჩვენ გავაუქმებთ ბანკების მონოპოლიას. ჩამოვაწერთ საპენსიო სესხებს პენსიონერებს და თვითონ ბანკების თანამშრომლებს შევუმცირებთ ამ ტვირთს. ქვეყანაში შიმშლით კვდებია ბავშვები, ამიტომ ყველა სკოლაში იქნება უფასო კვება. ამდენი რუსები რომ შემოყარეს და გაძვირდა ბინები, ყველა სტუდენტს ექნება სახელმწიფო სუბსიდიით ბინის ქირაობის შესაძლებლობა, ასევე ავაშენებთ უამრავ საერთო საცხოვრებელს“,- განაცხადა სააკაშვილმა.