მცირე შესაძლებლობასაც კი ვერ ვხედავ, რომ EU-მ საქართველოსთან მოლაპარაკებები პროგრესის გარეშე გახსნას - რასა იუნკევიჩიანე

02.09.24 13:18
მცირე შესაძლებლობასაც კი ვერ ვხედავ, რომ EU-მ საქართველოსთან მოლაპარაკებები პროგრესის გარეშე გახსნას - რასა იუნკევიჩიანე

ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა იცხოვროს "რუსკი მირში" თუ ევროკავშირთან ერთად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუნეკვიჩიანემ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნისას განაცხადა. ევროდეპუტატის თქმით, ევროკავშირი მოახლოებულ არჩევნებს როგორც რეფერენდუმს უყურებს. 

ევროპარლამენტარმა ასევე პირდაპირ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არა მისი ხელისუფლების დამსახურებით მიენიჭა, არამედ ეს ქართველი ხალხის პატივისცემით გადაწყდა. იუნეკვიჩიანეს თქმით, ვიდრე საქართველო პროგრესს არ აჩვენებს, მოლაპარაკებების გახსნის მცირე შანსიც კი არ არსებობს. 

ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპარლამენტში ამ არჩევნებს ვუყურებთ როგორც რეფერენდუმს, სად უნდა ქართველ ხალხს ყოფნა. უნდათ იცხოვრონ "რუსკი მირში" თუ ევროკაშირთან ერთად. ეს არის ორი ძალიან განსხვავებული გზა. იცხოვრო ავტოკრარიაში, დიქტატურაში, მანიპულაციებში, აგრესორი ქვეყნის გვერდით თუ დემოკრატიაში და თავისუფლებაში ევროკავშირთან ერთად. ევროკავშირმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, როდესაც საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს არა იმიტომ, რომ დაიმსახურეთ, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას. და ეს იყო მესიჯი ქართველი ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის. მცირე შესაძლებლობასაც კი ვერ ვხედავ, რომ ევროკავშირი წინ წავიდეს საქართველოსთან და მოლაპარაკებები გახსნას პროგრესის გარეშე, - ამბობს რასა იუნკევიჩიანე. 

"გარდამტეხი წელი" - თბილისში ამ წუთებში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მე-8 წელია ტარდება, წელს კი ის განსაკუთღებულად წარმომადგენლობითია. არჩევნების წინ თბილისში მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარები და სხვა მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ.